×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

საწყობის დეზინფექცია

1 GEL

ფასი
1 GEL
დეტალური აღწერა:

აღწერა

1 მ2 - 1 ₾

სანიტარულ ჰიგიენური ნორმების მკაცრ დაცვას მოითხოვს ისეთი ტერიტორიები, სადაც კვების მრეწველობის ნედლეულის სასაწყობე ადგილებია, სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად ასეთი ტერიტორიები,  საჭიროებს სპეციალური წესით დასუფთავებას და პერიოდულ დეზინფიცირებას ისეთი საშუალებებით რომელიც არის, უსაფრთხო და თავსებადი კვების მრეწველობის პროდუქტებთან. ეკოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიური ხსნარი „ელექსირი დახურული სივრცეებისთვის“ შეიქმნა, უსაფრთხო და უვნებელი დეზინფიცირებისთვის. 
 

დეზინფიცირება ხდება, სტადარტების შესაბამისად, ევროპული ხარისხის უახლესი აპარატით,  იგი ცივ ორთქლად აქცვს ხსნარს და  ინტესნიური გაფრქვევის წყალობით  აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში, უმოკლეს დროში ანადგურებს მავნე  ბაქტერიებსა და მიკრობებს, ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების მოშორებას. სხვა ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მძიმე სუნი, არ ახდენს მეტალის სტელაჟების კოროზირებას, არ ტოვებს თეთრ კვალს და ლაქებს. 
დეზინფექციისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • სასაწყობე ტერიტორია დეზინფექციამდე უნდა იყოს გასუფთავებული;
  • საწყობში არსებული საკვები პროდუქტები ან ნედლეული უნდა იყოს ჰერმეტიულად დალუქული.

გაზიარება: