ბინის დეზინფექცია
დეტალური აღწერა:
აღწერა
ფასი: 1 მ2 - 1 ₾
ყოველდღიური დალაგება დასუფთავების მიუხდავად, განსაკუთრებით იმ ბინებში სადაც მცირეწლოვანი ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ორსულები ან მოხუცები ცხოვრობენ, სხვადასხვა ბაქტერიული ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა პერიოდული დეზინფექცია, ისეთი საშუალებით, რომელიც არის აბსოლიტურად უსაფრთხო და უვნებელი ადამიანის ორგანიზმისთვის. ეკოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიური ხსნარი „ელექსირი ზედაპირებისთვის“ შექმნილია, უსაფრთხო და უვნებელი დეზინფიცირებისთვის.
დეზინფიცირება ხდება, სტანდარტების შესაბამისად, ევროპული ხარისხის უახლესი აპარატით, იგი ცივ ორთქლად აქცვს ხსნარს და ინტენსიური გაფრქვევის წყალობით აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში, უმოკლეს დროში ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და მიკრობებს, ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების მოშორებას. სხვა ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მძიმე სუნი, არ ახდენს მეტალის ნაწილების კოროზირებას, არ არაზიანებს ავეჯს, ტყავის ან ნაჭრის ზედაპირის მქონე რბილ ავეჯს, არ ტოვებს თეთრ კვალს და ლაქებს.
დეზინფექციისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- დეზინფექციამდე ბინდა უნდა იყოს დალაგებული: გადაწმენდილი მტვერი, სველი წესით დამუშავებული იატაკი (საჭიროა გადაადგილდეს ავეჯი და სველი წესით დამუშავდეს იატაკის ის ნაწილი რომელიც ავეჯითაა დაფარული)
- ზედაპირები მაქისმალურად განთავისუფლდეს ზედმეტი ნივთებისგან (ყვავილების ქოთნები და ლარნაკები, სუვენირები და ა.შ)