×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

ჰაერის სადეზინფექციო აპარატი

300 GEL

ფასი
300 GEL
დეტალური აღწერა:

აღწერა

აქვს დახვეწილი დიზაინი. ჰაერის ავტომატური დატენიანება და დეზინფექქცია ცივი ორთქლით. 7 ფერის კონტროლირებადი მსუბუქი განათებით, საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ორთქლის გამომავალი მიმართულება (360° ბრუნვა) და სიჩქარე (რეგულირებადი ღილაკი). მოწყობილობის ქვედა ნაწილში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალურად შექმნილი გატესტილი ელექსირის ხსნარები.

ორთქლი, რომელიც ულტრაბგერით დამატენიანებელში წარმოიქმნება, ხდება განსაკუთრებით მცირე  ულტრაბგერითი მაღალი სიხშირის რხევების გამოყენების გამო და ორთქლი ჰაერში ტენიანობისთვის პნევმატური მოწყობილობის საშუალებით ნაწილდება. ულტრაბგერითი არის ტექნოლოგია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში.

ჰაერის დასატენიანებლად გამოიყენეთ ცივი ანადუღარი, გამოხდილი ან ონკანის წყალი. გაწმინდეთ  სენსორი, წყლის ავზი და წვეთოვანი უჯრა ყოველ კვირას. რეგულარულად შეცვალეთ მოწყობილობაში გამოყენებული წყალი ისე, რომ გამოსული ორთქლი სუფთა იყოს. თუ მოწყობილობას დიდი ხანი არ გამოიყენებთ, ნუ შეინახავთ წყალს წყლის ავზში და პანელში. გარდა ამისა, გააშრეთ ფილტრი და ეთერზეთების ბლოკი. გრძელვადიანი შენახვის დროს გაწმინდეთ, გაამშრალეთ ყველა ნაწილი ქსოვილით ან ჰაერზე და შეინახეთ შეფუთვაში.

მოცულობა: 2,8 ლიტრი
წონა: 1,4 კგ
ზომა: სიმაღლე - 30 სმ; დიამეტრი - 19 სმ

სიმძლავრე: 23 W 

10 საათიანი უწყვეტი რეჟიმი

რეგულირებადი გაფრქვევის სისტემა.

მანათობელი ეფექტი.

 



დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

გაზიარება: