×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

შინაური ცხოველებისთვის

10 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170169

აირჩიეთ მოცულობა:

ფასი
10 GEL
დეტალური აღწერა:

„ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ არის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია შინაური ცხოველების სასმელი წყლის გაუსნებოვნებისთვის. ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცებულია რომ „ელექსირი“ ანადგურებს E.Coli, , სალმონელა, ენტეროკოკი და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს. პროდუქტი იცავს მომხმარებლის შინაურ ცხოველებს და დაიცავს საკუთრივ მომხმარებელს, შინაური ცხოველების სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული დაავადებების მასზე გავრცელებისგანაც.

"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
"ელექსირი" კლავს სალმონელას და E.coli-ს 

„ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ მოგცემთ საშუალებას ეფექტურად ებრძოლოთ ნაწლავის ჩხირით, სალმონელა და სხვა მავნე მიკროორგანიზმებით  გამოწვეულ დაავადებებს და იზრუნოთ:

  • თქვენი შინაური ცხოველის ორგანიზმში მავნე ბაქტერიების განადგურებაზე;
  • იმუნიტეტის გაძლიერებასა და სიჯანსაღეზე;
  • საცხოვრებელი გარემოს მაღალი ჰიგიენური სტანდარტისა და თქვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე;

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.95%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%.

გამოყენების ინსტრუქცია „ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ სასმელი წყლის გაუსნებოვნებისთვის:

პრევენციისთვის: განაზავეთ „ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ 1:500(1ლ „ელექსირი“ - 500ლ წყალი) პროპორციით.

გაუსნებოვნებისთვის: განაზავეთ „ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ 1:250 (1ლ „ელექსირი“ - 250ლ წყალი) პროპორციით.

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.

გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.

ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

დოკუმენტაცია:

ვეტერინარიის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

გაზიარება: