×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

მეფრინველეობისთვის

7 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170039

აირჩიეთ მოცულობა:

ფასი
7 GEL
დეტალური აღწერა:

 „ელექსირი მეფრინველეობისათვის“ საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქტია, რომელიც აუსნებოვნებს ფრინველის დაწყურებისთვის განკუთვნილ წყალს და წარმოადგენს ორგანიზმში არსებული მიკრობებისა და სხვა პათოგენების გაუვნებელყოფის დამხმარე საშუალებას, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებული კვლევებით კლავს: E. Coli , სალმონელა, ენტეროკოკი და სხვა მავნე ცოცხალ ორგანიზმებს.

"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
"ელექსირი" კლავს სალმონელას და E.coli-ს 


„ელექსირი“ მნიშვნელოვნად ამცირებს პათოგენებით და სხვა მავნე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებს და გაძლევთ საშუალებას მიიღოთ:

  • ორგანული/ბიო წარმოებასთან თავსებადი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი (კვერცხი ხორცი);
  • ფრინველის შემცირებული სიკვდილიანობა;
  • ფერმაში ფრინველთა გაძლიერებული იმუნიტეტი;
  • მომსახურე პერსონალის გაზრდილი უსაფრთხოება;

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.95%;  ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%.

გამოყენების ინსტრუქცია ფრინველის სასმელი წყლის გაუსნებოვნებისთვის:

პრევენციისთვის: განაზავეთ „ელექსირი მეფრინველეობისათვის“ 1:500(1ლ „ელექსირი“ - 500ლ წყალი) პროპორციით.

გაუსნებოვნებისთვის: განაზავეთ „ელექსირი მეფრინველეობისათვის“  1:250 (1ლ „ელექსირი“ - 250ლ წყალი) პროპორციით.

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.

გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.

ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე.

პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

 

დოკუმენტაცია:

ვეტერინარიის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

გაზიარება: