ელექსირი სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი
აირჩიეთ მოცულობა:
დეტალური აღწერა:
„სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი სუნისა და გემოს შენარჩუნებით აუსნებოვნებს და უსაფრთხოს ხდის სასმელ წყალს.
უპირატესობები:
- ებრძვის და შლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს
- გერმანული კვლევების თანახმად კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
- მიკრობიოლოგიური კვლევების თანახმად კლავს სალმონელას და E.Coli-ს
- მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium)
- რეგულარული გამოყენებისას იცავს სისტემების მილებს ორგანული ნადების გაჩენისგან
- არატოქსიკურია და უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის
- არ იწვევს მეტალის ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას)
- არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს.
- არ უკარგავს წყალს ბუნებრივ მახასიათებლებს, გემოს, სუნს და ფერს
- დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით.
გამოიყენება:
- ცენტრალურ და ადგილობრივ წყალმომარაგების სისტემებში
- წყალსადენის, ჭაბურღილების, რეზერვუარების, ფილტრების სადეზინფექციოდ
- კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებში
- სამედიცინო დაწესებულებებში
- კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
- კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები)
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში)
- ყაზარმულ დაწესებულებებში
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე - 99.95%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%,
დოზირება: 0.2% ხსნარის მისაღებად 1 ლ კონცენტრატი გააზავეთ 500 ლ წყალზე. წყლის დაბალი ხარისხის შემთხვევაში მაქსიმალური დასაშვები დოზა 1.0 % ხსნარი (1 ლ კონცენტრატი 100 ლ წყალზე).
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.
დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
"ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0.1% და 1%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს
"ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0,05%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს