ელექსირი ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი
დეტალური აღწერა:
"ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც იწარმოება საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის და სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ და წარმოდგენილია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს რეგისტრირებულ ბიოციდთა ნუსხაში.
უპირატესობები:
- არის ეკომეგობრული, ადამიანისთვის უსაფრთხო, სუფთა/ბიო პროდუქტი;
- ახდენს ზედაპირების დეზინფექციას მძიმე ქლორის სუნის გარეშე;
- ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და მათ სპორებს;
- არის მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
- ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების მოშორებას;
- არ არის ტოქსიკური, არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს;
- არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს;
- არ არის კოროზიული (მაღალი დამჟანგავი);
- შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებასთან - „სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
- დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით.
გამოიყენება:
- სასტუმროებში
- რესტორნებში
- კაფეებში
- სწრაფი კვების ობიექტებში
- კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
- სახლის პირობებში, ასევე უსაფრთხოა გამოყენება ბავშვებთან
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე - 99.985%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.015%
გამოყენების წესი: დაასხურეთ ელექსირი ზედაპირზე 20-25 სმ. დაშორებიდან ისე, რომ თანაბრად მოხდეს მისი გადანაწილება. დააყოვნეთ 1 წუთი და გაამშრალეთ ზედაპირი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით ან დაელოდეთ შეშრობას. დამუშავებული ზედაპირი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.
შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, ბუნებრივი ან ხელოვნური სინათლისგან მოშორებით, 4-25°C ტემპერატურაზე.
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა. კონცენტრირებული ხსნარი შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით.
პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და დალიეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს