×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

ელექსირი ვეტერინარიული ჰიგიენისთვის

15 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170572

აირჩიეთ მოცულობა:

ფასი
15 GEL
დეტალური აღწერა:

"ელექსირი ვეტერინარული ჰიგიენისთვის“ არის ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც გამოიყენება სახლის ცხოველების, საქონლის, ფრინველისა და სხვა შინაური ცხოველის გარეგანი დამუშავებისთვის. ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს, რომელიც ხშირად გვხვდება ცხოველების კანზე და საშიშია როგორც საკუთრივ ცხოველის ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც.

უპირატესობები:

  • არის ადამიანისთვის და ცხოველიისთვის უსფრთხო
  • ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია, რომ „ელექსირი“ ანადგურებს ნაწლავის ჩხირს, სალმონელას, E.Coli-ს
  • ბალანის ჰიგიენურად გასუფთავება
  • ჯანმრთელობის რისკების და სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება
  • არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს.
  • დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით.

გამოიყენება:

  • შინაური ცხოველებისთვის
  • წვრილ და მსხვილფეხა საქონლისთვის
  • ფრინველებისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: შეასხურეთ „ელექსირი ვეტერინარიული ჰიგიენისათვის“ სითხე ცხოველს სხეულზე ან დაზიანებულ ადგილას. შეაშრეთ, არ ჩამობანოთ ან/და მოწმინდოთ 30 წამზე ადრე. პროცედურის განმეორება შესაძლებელია რამდენჯერმე.

შემადგენლობა:    ელექტროაქტივირებული სითხე 99.995%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.005%

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა.

შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

 

 

 

დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

გაზიარება: