×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

ელექსირი ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექტანტი

15 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170534

აირჩიეთ მოცულობა:

ფასი
15 GEL
დეტალური აღწერა:

"ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი მაღალი ხარისხის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.

უპირატესობები:

გამოიყენება:

  • ღია და დახურული სივრცეების სადეზინფექციოდ;
  • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში;
  • სამედიცინო დაწესებულებებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში;
  • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები);
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში);
  • საოფისე სივრცეებში;
  • ყაზარმულ და პენიტენციალურ დაწესებულებებში. 

შემადგენლობა:    ელექტროაქტივირებული სითხე - 99.98%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.02%

გამოყენების წესი:
ზედაპირების დეზინფექცია: დაასხურეთ ხსნარი ზედაპირზე 20-25 სმ დაშორებიდან ისე, რომ თანაბრად მოხდეს მისი გადანაწილება. დააყოვნეთ 1 წუთი და გაამშრალეთ ზედაპირი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით ან დაელოდეთ გაშრობას. დამუშავებული ზედაპირი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.
ჰაერის დეზინფექცია: ჩაასხით ხსნარი „ელექსირი“-ს ჰაერის სადეზინფექციო აპარატში მითითებულ შესაბამის ნორმამდე, ჩართეთ მოწყობილობა და ამუშავეთ სივრცის მოცულობიდან გამომდინარე (1კვ.მ 1წთ). რეკომენდებულია არაუმეტეს 10 მიკრონი დიამეტრის წვეთების მაგენერირებელი ცივი ნისლის მოწყობილობით სივრცის დამუშავება ერთჯერადად 0.03-0.04 ლიტრი ხსნარის 1 კვ მ-ზე გაფრქვევით.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა.

პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და დალიეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

 


დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

გაზიარება: