ვაზისთვის
აირჩიეთ მოცულობა:
დეტალური აღწერა:
„ელექსირი ვაზისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ჯანსაღი მცენარის და მისი პროდუქტიულობის ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალებად, აგრეთვე ეგზოფიტური სოკოვანი დაავადების პრევენციისათვის. დამზადებული საქართველოში, ევროპული ტექნოლოგიით.
პროდუქტი სერტიფიცირებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
უსაფრთხოა ადამიანისათვის.
არ აღიზიანებს კანს, თვალსა და ლორწოვან გარსებს.
შედეგიანობა:
ხელს უწყობს მცენარის ზრდა-განვითარებას;
აძლიერებს მის იმუნიტეტს;
ხელს უწყობს მოსავლის ხარისხის და რაოდენობის ზრდას;
ეფექტურია ვაზის ეგზოფიტური სოკოვანი დაავადებების პრევენციისათვის;
გამოიყენება ბიო პროდუქციის წარმოებაში;
გამოიყენება:
მცენარის სწრაფი განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდისათვის;
მცენარის სტრესის დასაძლევად;
სოკოვანი დაავადებების პრევენციისთვის: ვაზის ნაცარი, ანთრაქნოზი;
კონცენტრატის დამზადება ხდება ონკანის ან ჭის წყალში განზავებით.
მცენარის ზრდა- განვითარებისთვის გამოიყენება 16 დღეში ერთხელ, ხოლო დაავადებების პრევენციისთვის 10-14 დღეში ერთხელ, ხარჯვის ნორმით 8 ლ/ჰა.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ, ქარის და ყინვის დროს
დოკუმენტაცია:
აგრონომიის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
ელექსირი ვაზისთვის, უსაფრთხოების პასპორტი ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.