×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
აპარატები
სერვისები
  • ელექსირი სიმინდისთვის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის

    35
    პროდუქტის კოდი
    4860114170268

    აირჩიეთ :

    ფასი
    35
    დეტალური აღწერა:

    სერთიფიკატი

    სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურების ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება

    „მარცვლეული კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის

    შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას

    შედეგიანობა:

    • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
    • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
    • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
    • ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
    • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
    • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
    • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
    • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

    გამოიყენება შემდეგი მარცვლეული კულტურების დაავადებების წინააღმდეგ:

    • ხორბლის ყვითელი ჟანგა - Puccinia striiformis
    • ხორბლის სველი ანუ მყარი გუდაფშუტა -Tilletia caries
    • ხორბლის სეპტორიოზი - Septoria Nodorum
    • ხორბლის მურა ჟანგა - Puccinia recondita
    • ხორბლის ხაზა ჟანგა, ხორბლოვანთა ღეროს ჟანგა - Puccinia graminis
    • ჭვავის რქა - Claviceps purpurea
    • სიმინდის ფუზარიოზი, ვარდისფერი ობი ანუ პირისფერი სიდამპლე - Fusarium graminearum
    • ცერკოსპოროზი - Pseudocercosporella herpotrichoides
    • ნაცარი - Blumeria graminis

    გამოყენება და დოზირება: 

    • ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცენტრატით, ფოთლოვანი გამოკვებით (ფოთლებზე შესხურებით);
    • თავთავიანი მარცვლეული კულტურები (ბარტყობა, განმეორებითი შეწამვლა 14-16 დღეში, თავთავის გაკეთება);
    • სიმინდი (2-6 ფოთლის ფაზა, ქოჩოჩის გაკეთება (აღერება), მარცვლის ჩამოყალიბება);
    • 1 ჰა-ზე: 3,5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი მარცვლეულისთვის" ზავდება 800 ლიტრ წყალში;

    მარცვლეული კულტურების სეზონური სქემა
    ხორბლის სეზონური სქემა

    შეზღუდვა:  წვიმის, ყინვების ან ქარის დროს ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

    განზავებისას არ არის თავსებადი სხვა ნივთიერებებთან.

    შემადგენლობა:   ელექტროაქტივირებული სითხე - 99.88%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%, ცეოლითი - 0.07% 

    პერსონალური უსაფრთხოება: 

    გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

    კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

    შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

    ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

    დოკუმენტაცია:
    აგრონომიის პროდუქტების კატალოგი

    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

    გაზიარება: