ხილისთვის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის
აირჩიეთ მოცულობა:
დეტალური აღწერა:
„ელექსირი ხილისთვის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ევროპული ტექნოლოგიით.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.
გამოყენება: ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.
შედეგიანობა:
- ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
- ელექსირის მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
- ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
- ანადგურებს და განდევნის მავნე მწერებს;
- მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა;
- ზრდის ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ნაყოფიერებას და მოსავლიანობას;
- ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის მიღება;
- ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
- ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:
კულტურა | დაავადებები |
ხეხილი | ქეცი,ნაცარი, ჟანგა, თეთრი და შავი სიდამპლე, ბაქტერიული ჭკნობა, ბაქტერიული კიბო, ანთრაქნოზი და სხვ. |
კაკლოვნები | ნაცარი, ყავისფერი და ნაცრისფერი სიდამპლე, მონოლიოზი,მელანკონუმი, ფუზარიოზი, ფომოპსისი, ბაქტერიული ლაქიანობა და სხვ. |
კენკროვნები | ფიტოფტორა,მეწამული ლაქიანობა, ყვითელი ჟანგა,სეპტორიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, მონოლიოზი და სხვ. |
გამოყენება: გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი ფოთლოვანი გამოკვებისთვის.
გამოყენების წესები და სიხშირე:
14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
ყვავილობამდე: 5 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
ყვავილობიდან: 2,5 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
გამოყენება დამოკიდებულია მცენარის მწვანე საფარის განვითარების სტადიებზე.
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე ფენოფაზების დაწყების წინ:
- სვენების ფაზა-8 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- კვირტის დაბერვის წინ-8 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- ყვავილობის წინ-8 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- ყვავილობის შემდგომ-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- ტენიკურ სიმწიფეში-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
- სრული სიმწიფის დასაწყისში-4 ლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 800ლ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე;
ხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სეზონური სქემა:
- ატმის სეზონური სქემა
- ვაშლის სეზონური სქემა
- ბალისა და ალუბალის სეზონური სქემები
- ქლიავის სეზონური სქემა
- კომშის სეზონური სქემა
- მსხლის სეზონური სქემა
- თხილის სეზონური სქემა
- ნუშის სეზონური სქემა
- ზეთისხილის სეზონური სქემა
- მზესუმზირის სეზონური სქემა
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე - 99.89%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%, ცეოლითი - 0.06%.
პერსონალური უსაფრთხოება:
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. + 4 °C-დან + 25 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 12 თვე (გახსნიდან 3 თვე).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს.
დოკუმენტაცია:
აგრონომიის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი