სასათბურე კულტურებისთვის
აირჩიეთ მოცულობა:
დეტალური აღწერა:
სასათბურე კულტურების ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.
„ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.
შედეგიანობა:
- ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
- მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
- მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
- ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
- ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
- ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
- ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
- • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:
- ფესვის სიდამპლე
- ფიტოფტოროზი
- ფუზარიოზი
- ნაცრისფერი და შავი სიდამპლე
- ალტერნარიოზი
- ჭრაქი
- შავი სილაქავე
- ბაქტერიული კიბო
- ლორწოვანი ბაქტერიოზი
გამოყენება და დოზირება:
14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
ყვავილობამდე: 8 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში - 1 ჰაზე
ყვავილობიდან: 4 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში -1 ჰაზე
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე - 99.9%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%, ცეოლითი - 0.05%.
პერსონალური უსაფრთხოება:
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.
ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე
დოკუმენტაცია:
აგრონომიის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის, უსაფრთხოების პასპორტი ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.