×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
აპარატები
სერვისები
  • სასათბურე კულტურებისთვის

    10
    პროდუქტის კოდი
    4860114170336

    აირჩიეთ მოცულობა:

    ფასი
    10
    დეტალური აღწერა:

    სერთიფიკატი

    სასათბურე კულტურების ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.

    „ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
    შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.

    შედეგიანობა:

    • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
    • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
    • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
    • ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
    • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
    • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
    • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
    • • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

    გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:

    • ფესვის სიდამპლე
    • ფიტოფტოროზი
    • ფუზარიოზი
    • ნაცრისფერი და შავი სიდამპლე
    • ალტერნარიოზი
    • ჭრაქი
    • შავი სილაქავე
    • ბაქტერიული კიბო
    • ლორწოვანი ბაქტერიოზი

    გამოყენება და დოზირება:

    14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)

    ყვავილობამდე: 8  ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში - 1 ჰაზე

    ყვავილობიდან: 4  ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში -1 ჰაზე 
     

    შემადგენლობა:  ელექტროაქტივირებული სითხე - 99.9%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%,  ცეოლითი - 0.05%.

    პერსონალური უსაფრთხოება: 

    გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

    კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

    შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

    ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

    დოკუმენტაცია:

    აგრონომიის პროდუქტების კატალოგი
    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
    ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის, უსაფრთხოების პასპორტი ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.

    გაზიარება: