წესები და პირობები
სამომხმარებლო შეთანხმების წესები და პირობები
წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს.
საიტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვებ გვერდის გამოყენების წესებსა და სამომხმარებლო შეთანხმების პირობებს:
აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას რეგისტრირებულ მომხმარებელს (შემდგომში - „თქვენ“, „მომხმარებელი“) და სერვისების მომწოდებელს (შემდგომში - შპს "ელექსირ საქართველო", „ჩვენ“, „ჩვენი“, „კომპანია“) შორის და არეგულირებს თქვენ მიერ www.elixir.ge ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს (შემდგომში - „ვებ გვერდი“).
სარგებლობის წესებსა და პირობებზე თანხმობით, www.elixir.ge–ის (შემდგომში Elixir.ge) ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით შეასრულოთ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები, ისევე, როგორც კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდითა (www.elixir.ge) და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება პროფილის შექმნიდან პროფილის გაუქმებამდე პერიოდით. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა ნიშნავს, რომ ის ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებულია, განუხრელად დაიცვას ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება ვებგვერდით სარგებლობა.
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება არეგულირებს ამ საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს.
1.2. სამომხმარებლო შეთანხმება ძალაში შედის საიტზე რეგისტრაციისთანავე და ძალაშია მანამ, სანამ რეგისტრირებული მომხმარებელი სარგებლობს საიტით ან/და არის დარეგისტრირებული საიტზე.
1.3. ვებ გვერდის გამოყენების სრულ და უპირობო თანხმობად ითვლება საიტზე www.elixir.ge რეგისტრაცია და მომხმარებლის პროფილის შექმნა. საიტის გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიული და ფიზიკურ პირს, რომელიც საიტზე რეგისტრაციის შედეგად იძენს საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის სტატუსს.
1.4. მომხმარებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, პროდუქტით ან/და მომსახურებით სარგებლობის შესახებ, მიიღება მომხმარებლის პირადი გადაწყვეტილებით, მისი მხრიდან გამოვლენილი თავისუფალი ნების საფუძველზე.
1.5. საიტზე რეგისტრაციით/მისი გამოყენებით მომხმარებელი სრულად ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანიას უფლება აქვს, შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს უარი გითხრათ საიტით სარგებლობაზე.
1.6. Elixir.ge უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, წესები, ან/და ტარიფები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან განხორციელდეს სხვა სახის ცვლილებები.
1.7. ვებ გვერდის მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერი ცვლილების შემდგომ ავტომატურად გულისხმობს მომხმარებლის თანხმობას მომხდარ ცვლილებებზე.
1.8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება სამომხმარებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, არ უნდა დარეგისტრირდეს საიტზე ან/და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ვებგვერდით სარგებლობა და მოახდინოს/მოითხოვოს საიტის ადმინისტრაციისგან საიტზე რეგისტრაციის გაუქმება.
2. საიტით სარგებლობის წესები
2.1. საიტის რესურსებით სარგებლობა ხდება საიტზე მომხმარებლად რეგისტრაციის გზით;
2.2. მომხმარებელს აქვს უფლება, იქონიოს მხოლოდ ერთი მომხმარებლის პროფილი;
2.3. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას საავტორო უფლებები საიტის მეშვეობით მოპოვებული ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის მიმართ. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევ პირს;
2.4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის პროფილის უსაფრთხოება და არ გაამჟღავნოს მომხმარებლის უნიკალური სახელი და პაროლი. მის პროფილზე არასანქცირებული შეღწევის შემთხვევაში მიყენებულ ზიანზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;
2.5. აკრძალულია მომხმარებლის პროფილის სხვა პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, ან ერთი პროფილით რამდენიმე მომხმარებლის სარგებლობა. მოცემულ შემთხვევებში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს პროფილით სარგებლობა, დროებით ან უვადოდ;
2.6. ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვებასთან, შენახვასა და გავრცელებასთან რეგულირდება წინამდებარე წესებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. რეგისტრაცია ვებ-გვერდზე/მომხმარებლის ანგარიშის გახსნა
3.1. ვებ გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად თქვენ ვალდებული ხართ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ მომხმარებლის ანგარიში;
3.2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით, რეგისტრაციის მსურველი პირი ავსებს ელექტრონულ განაცხადს. განაცხადის განხილვისა და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საიტის ადმინისტრაციის მიერ, ხდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
3.3. რეგისტრაციის პროცესში ვალდებული ხართ, შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი და დაეთანხმოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს;
3.4. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ვალდებული ხართ, მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. www.eixir.ge თქვენთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს რეგისტრაციისას მითითებულ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს;
3.5. საკონტაქტო მონაცემების ცვლილებისას, ვალდებული ხართ აღნიშნულის შესახებ შეატყობინოთElixir.ge-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ გვერდზე რეგისტრაციის მომენტში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად და Elixir.ge-ს მიმართ არ მიიღება რაიმე სახის პრეტენზია;
3.6. ვებ გვერდზე თქვენი მომხმარებლის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ წინამდებარე პირობებზე დათანხმების შემდეგ. რეგისტრაციის პროცესის ნაწილობრივ გავლის შემთხვევაში მომხმარებლის ანგარიში არ ითვლება შექმნილად და თქვენ ვერ შეძლებთ Elixir.ge-ს მომსახურებით სრულად სარგებლობას;
3.7. საიტზე შესვლითა და სარეგისტრაციო განაცხადის შევსებით, რეგისტრაციის მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ განაცხადის შევსების დროს საიტის ადმინისტრაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, რეგისტრაციის შემდგომშიც საიტის ადმინისტრაციისთვის მიწოდებული ან/და საიტზე მის მიერ (რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ) განთავსებული ან განსათავსებლად საიტის ადმინისტრაციისთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია/მონაცემები, ასევე, იქნება ზუსტი და უტყუარი. საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი/არაზუსტი ინფორმაციის წარდგენისთვის;
3.8. წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაციის მხრიდან, შესაძლებელია, მოხდეს რეგისტრირებული მომხმარებლის რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება. რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება არ ახდენს გავლენას რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პერიოდში წინამდებარე საიტიდან წარმოშობილ უფლებება-მოვალეობებზე, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე.
3.9. ვებ-გვერდზე რეგისტრაციით რეგისტრირებული მომხმარებელი იძენს უფლებას განახორციელოს საიტზე განთავსებული პროდუქციის ყიდვის ოპერაციები წინამდებარე წესების შესაბამისად;
3.10. ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია. კონფიდენციალობისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს საიტის ადმინისტრაცია, საიტის უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით; თუმცა საიტის ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი საიტზე არასანქცირებული შეღწევის ან/და საიტზე განხორციელებული კიბერშეტევის შემთხვევებზე, აგრეთვე, სხვა ისეთ შემთხვევებზე, რაც საიტის ადმინისტრაციის კონტროლის მიღმაა.
4. წვდომა საიტზე
4.1. აღნიშნული საიტით სარგებლობის წესები და პირობები ძალაში შედის საიტზე რეგისტრაციისთანავე და ძალაშია საიტზე მომხმარებლის რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში;
4.2. საიტის რეგისტრირებულ მოხმარებელს საიტზე წვდომა უწყდება რეგისტრაციის გაუქმების გზით. რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს საიტზე რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება საიტის ადმინისტრაციისთვის სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე წინასწარი შეტყობინების წესით.
5. პროდუქტების/სერვისების შეძენა და ანგარიშსწორება
5.1 Elixir.ge-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან;
5.2.პროდუქტის შეძენის მიზნით ვალდებული ხართ გაიაროთ ავტორიზაცია ვებ გვერდზე. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორების მეშვეობით;
5.3.ავტორიზაციის გავლის შემდეგ Elixir.ge-ს კატალოგიდან ირჩევთ თქვენთვის სასურველ შეთავაზებას და ანგარიშსწორების მეთოდს;
5.4.ანგარიშსწორება შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდებით შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
5.4.1.ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
5.4.2.ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება Elixir.ge-ს საკურიერო სერვისის გამოყენებით;
5.4.3.უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შეკვეთის განხორციელების მომენტში ვებ-გვერდზე ჩართული ელექტრონული კომერციის გამოყენებით, აგრეთვე უშუალოდ პროდუქტის ჩაბარების მომენტში პოს-ტერმინალის მეშვეობით;
5.5.პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა საკომისიო ან/და მომსახურების საფასური, მათ შორის საკურიერო მომსახურების ღირებულება;
5.6. თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ შეკვეთის გაუქმების, პროდუქტის დაბრუნების და დაბრუნებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების უფლებით. პროდუქტის დაბრუნებისა და ანაზღაურების პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე;
5.7. პროდუქტის შეძენამდე თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ კომპანიის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას. შეკვეთის პროცესის დასრულებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით კომპანიის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას;
6. ტრანსპორტირება
6.1. Elixir.ge უზრუნველყოფს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირებას შემდეგი პირობებით:
6.1.1. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ 15:00 საათამდე შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო, 15:00 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს;
6.1.2. უქმე დღეებში შეძენილი პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდებას კომპანია უზრუნველყოფს მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
6.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარების მისამართი იქნება თბილისის ფარგლებს გარეთ, პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებლის მიერ საფოსტო/საკურიერო მომსახურების ღირებულების დამატებით ანაზღაურების პირობით;
6.1.4. შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება თქვენ მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე;
6.2. Elixir.ge პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების მომენტში თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე სრულად პასუხისმგებელია საიტზე რეგისტრირებული მომხმარებელი;
6.3.Elixir.ge უფლებამოსილია არ განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პროდუქტის შეძენისას თქვენ მიერ დაფიქსირებული მისამართი გაურკვეველია;
ბ)ვერ ხერხდება თქვენთან დაკავშირება ვებ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე;
6.4. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია Elixir.ge-ს ან/და მის წარმომადგენელს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6.5. პროდუქტის ჩაბარების დადასტურების მიზნით პროდუქტის მიმღები ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია;
6.6. Elixir.ge ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია არ გადმოგცეთ შეძენილი პროდუქტი, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე პირობის დადგომისას:
ა) მიმღები უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე;
ბ) მიმღები უარს განაცხადებს შეკვეთის უნიკალური კოდის წარმოდგენაზე;
გ) მიმღების მიერ წარმოდგენილი შეკვეთის უნიკალური კოდი არ დაემთხვევა შეკვეთის განხორციელებისას მინიჭებულ კოდს;
დ) მიმღები უარს განაცხადებს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე.
7. შეკვეთის გამოუყენებლობა და გაუქმება
7.1. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საიტის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიღებას რეგისტრირებული მომხმარებლის მხრიდან.
7.2. შეკვეთის განხორციელებისას, რეგისტრირებული მომხმარებელი (შემსყიდველი) უთითებს მისთვის სასურველი პროდუქციის რაოდენობას, მიწოდების დროსა და შესყიდვის სხვა არსებით პირობებს. მხარეთა შორის შესყიდვის ფასსა და ზემოაღნიშნულ პირობებზე შეთანხმება, რაც საბოლოოდ ფიქსირდება საიტის ბაზაში, წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას და შესყიდვა/გაყიდვის ოპერაცია მიიჩნევა წარმატებით განხორციელებულად;
7.3. მომხმარებელს უფლება აქვს, მოახდინოს მიმდინარე შეკვეთის გაუქმება საიტის მეშვეობით, სპეციალურ ველში გაუქმების მიზეზის მითითებით;
7.4. საიტის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის სისტემატურად გაუქმების თავიდან აცილების მიზნით, საიტის თითოეულ რეგისტრირებულ მოხმარებელს (როგორც შემსყიდველს) უფლება აქვს, მოახდინოს საიტის მეშვეობით განხორცელებული შეკვეთის, საიტის სპეციალური ველის მეშვეობით, თვის განმავლობაში მხოლოდ 5-ჯერ გაუქმება. სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს საიტის ადმინისტრაციისთვის მიმართვა შეკვეთის გაუქმების მიზნით. შეკვეთის გაუქმების საფუძვლიანობის მტკიცებისა და დასაბუთების ტვირთი, საიტის ადმინისტრაციის წინაშე, აქვს გაუქმების ინიციატორს;
7.5. საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიმდინარე შეკვეთის გაუქმება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საიტზე განხორციელდება გაუქმების მოთხოვნა. ნებისმიერი სხვა საშუალება (სატელეფონო ზარი, შეტყობინება ელ. ფოსტის საშუალებით და სხვა) შეკვეთის გასაუქმებლად არ განიხილება ვალიდურად;
7.6. კომპანიის მიერ შეკვეთის შესრულების შეუძლებლობისას, თუ ის გამოწვეულია ობიექტური საფუძვლით, შესაძლებელია მოხდეს შეკვეთის შესრულების გადადება, თუ ეს მისაღებია ორივე მხარისათვის; სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს შეკვეთის გაუქმება.
8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1. თქვენ უფლებამოსილი ხართ:
ა) ისარგებლოთ Elixir.ge-ს მომსახურებით თქვენი მომხმარებლის ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) გაეცნოთ Elixir.ge-ს კატალოგს, შემოთავაზებულ პირობებს და შეიძინოთ სასურველი პროდუქტი;
გ) ისარგებლოთ Elixir.ge-ს საკურიერო მომსახურებით;
დ) ანგარისწორება განახორციელოთ Elixir.ge-ს მიერ განსაზღვრული გადახდის მეთოდებით;
8.2. Elixir.ge-ის ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ყოველგვარი დასაბუთებისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე წაშალოს პორტალზე განთავსებული ინფორმაცია/შეთავაზებული პირობები;
ბ) თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმებით, მისი რომელიმე დანართით ან/და კანონმდებლობით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვებ-გვერდზე დაბლოკოს ან წაშალოს თქვენი მომხმარებლის ანგარიში;
გ) ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები.
დ) ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს საკურიერო მომსახურების გაწევაზე 6.3. მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში;
ე) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის პროდუქტის ჩაბარების რიგითობის თაობაზე;
ვ) მოსთხოვოს მომხმარებელს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, გადაიღოს და შეინახოს მისი ასლები;
ზ) არ გადასცეს პროდუქტი მიმღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე ან/და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე.
8.3. თქვენ ვალდებული ხართ:
ა) ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას სრულად შეავსოთ სავალდებულო ველები, მიუთითოთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოთ სრული და მოქმედი რედაქცია;
ბ) ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების და მისი ყველა დანართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობებს;
გ) გამოიყენოთ საკუთარი მომხმარებლის ანგარიში მხოლოდ შესაბამისი ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ დაუშვათ მომხმარებლის ანგარიშის მესამე პირ(ებ)ისათვის გადაცემა;
დ) პროდუქტის შეძენისას დეტალურად გაეცნოთ პროდუქტის მახასიათებლებს და Elixir.ge-ის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, რათა დარწმუნდეთ, რომ პროდუქტი სრულად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
ე) პროდუქტის შეძენისას მიუთითოთ ზუსტი მისამართი;
ვ) პროდუქტის მიღების დადასტურების მიზნით ხელი მოაწეროთ მიღება- ჩაბარების აქტს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ თქვენ მიერ, თქვენ ვალდებული ხართ განუმარტოთ პროდუქტის მიმღებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას.
8.4. კომპანია ვალდებულია
ა) ამონიტორინგოს საიტზე განთავსებული ყველა სახის კონტენტი, რათა დარწმუნდეს საიტზე გამოქვეყნებული პროდუქციის/სერვისების შესახებ ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეში;
ბ) უზრუნველყოს არსებული ინფორმაციის შესწორება და ინფორმაციის სიმცირით გამოწვეული ნაკლოვანებების შევსება, მათი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში;
გ) უზრუნველყოს ვებ-გვერდზე მოცემული პროდუქტებისა და სერვისების ყველა მახასიათებლის შესახებ ინფორმაციის ასახვა;
დ) უზრუნველყოს, რომ საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრული და უტყუარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უმოკლეს დროში აღმოფხვრას ყოველგვარი უზუსტობა/ცვლილება;
ე) უზრუნველყოს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში; აგრეთვე, უზრუნველყოს საიტის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციისა და კონკრეტული პირობების (ფასი, შესყიდული პროდუქციის რაოდენობა და სხვა) კონფიდენციალურობის დაცვა;
9. მხარეთა პასუხისმგებლობა
9.1. მომხმარებელი სრულად აცნობიერებს და ეთანხმება იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს ვებ-გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს (პროდუქტის შეკვეთა, დამატება, გაუქმება, საფასურის გადახდა და ა.შ.);
9.2. რეგისტრირებული მომხმარებლის (შემსყიდველის) მიერ საიტზე განთავსებული კონკრეტული პროდუქციის შეძენა ხდება პროდუქტის შესახებ კომპანიისთვის შეკვეთის მოთხოვნის გაგზავნით, სადაც ის უთითებს სასურველი პროდუქტის რაოდენობას და შესყიდვის სხვა არსებით პირობებს.
9.3. ხელშეკრულება საბოლოოდ დადებულად ჩაითვლება მხარეთა შორის შესყიდვის არსებით პირობებზე (რაოდენობა, ფასი და სხვ.) შეთანხმების მიღწევის შედეგად, საიტზე შეკვეთის დადასტურებაზე სტატუსის მინიჭების შემდეგ, რაც წარმოადგენს მომხმარებლისა და მიმწოდებლისთვის ვალდებულებათა წარმოშობის საფუძველს;
9.4. მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. Elixir.ge არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის უნიკალური კოდის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით დამდგარ ნებისმიერ შედეგზე;
9.5. Elixir.ge პასუხს არ აგებს მომხმარებლის მხრიდან არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის ან/და ყალბი ხელმოწერის საფუძველზე პროდუქტის ჩაბარების შედეგად თქვენთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე.
10. ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა
10.1. საიტზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა (კონტენტი), საქართველოში მოქმედი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ნორმების შესაბამისად, დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით. აკრძალულია ვებგვერდზე www.elixir.ge განთავსებული კონტენტის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუცირება, გადაცემა ან შენახვა ან/და ნებისმიერ ისეთი ქმედების განხორციელება, რაც გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას. აკრძალვა არ ეხება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ საიტითა და მისი კონტენტით სარგებლობას, რისი უფლებაც მას ენიჭება საიტზე რეგისტრაციის გზით;
10.2. აკრძალულია კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქტირება, დისტრიბუცია, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლუატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადმინისტრაციის მიერ გაიცა წინასწარი თანხმობა ან ნებართვა, მსგავსი შინაარსის ქმედების შესრულებაზე;
10.3. ინტელექტუალური პროდუქტის ნებისმიერი სახით გამოყენება, ადაპტირება ან/და ცვლილება საჭიროებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე შესაბამისი პირის წერილობით თანხმობას;
10.4. საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის ასლის გაკეთებისას დაცული უნდა იყოს საავტორო უფლება ან ინტელექტუალური საკუთრების უფლება. არ უნდა იქნას შეცვლილი ეგზემპლარში ინფორმაცია, ტექსტი ან მონაცემები. ინფორმაცია არ უნდა გაიყიდოს ან გადაეცეს მესამე პირს.
10.5. Elixir.ge იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოგთხოვოთ შეწყვიტოთ ინტელექტუალური პროდუქტის გამოქვეყნება, გავრცელება ან/და სხვაგვარად შეზღუდოს თქვენ მიერ მათი გამოყენება.
11. ფორს-მაჟორი
11.1. როგორც კომპანია, აგრეთვე, რეგისტრირებული მომხმარებელი, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ წინამდებარე წესებისა და პირობების შეუსრულებლობა გამოწვეულია რომელიმე მათგანის მხარეს დაუძლეველი ძალის მოქმედებით;
11.2. ფორს-მაჟორულ ვითარებაში იგულისხმება: სტიქიური უბედურებები, ხანძარი, მასობრივი არეულობები, გაფიცვები, საომარი მოქმედებები ან მხარეებისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები;
11.3. ვებ-გვერდის (www.elixir.ge) მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ ვითარებად განიხილება, აგრეთვე, პროგრამის, საიტის სერვერის ან საიტის სისტემის დაზიანება ან/და კიბერშეტევა საიტის სერვერზე, რაც იწვევს საიტის ნორმალური ფუნქციონირების შეუძლებლობას ან შეფერხებას;
11.4. თითოეული მხარე ვალდებულია, ფორს-მაჟორული მდგომარეობის წარმოშობიდან არაუგვიანეს 24 საათისა, აცნობოს მეორე მხარეს ამგვარი გარემოებების წარმოშობის შესახებ და თუ შესაძლებელია, წარუდგინოს მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გარდა ამისა, შეძლებისდაგვარად იზრუნოს ამგვარი გარემოებების აღმოფხვრაზე;
11.5. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება ჩვეულებრივ გრძელდება ფორს-მაჟორული ვითარების აღმოფხვრის შემდეგ.
12. დასკვნითი დებულებები
12.1. რეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს უფლება, მესამე პირს გადასცეს თავისი უფლებები და მოვალეობები ვებ-გვერდის ადმინისტრაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
12.2. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებით განსაზღვრული წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
12.3. წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების საფუძველზე და მასთან დაკავშირებული დავები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განსახილველად გადაეცემა ააიპ „აღმოსავლეთ ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოს“ (ს/კ 404611791).