ჩვენ შესახებ
შპს „ელექსირი საქართველო" არის ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 404548236. „ელექსირის“ ინოვაციური პროდუქცია შეიქმნა ევროპის წამყვანი კვლევითი ლაბორატორიების ცნობილი მეცნიერების მონაწილეობითა და საერთაშორისო პატენტების მფლობელი გამომგონებლების მიღწევების გათვალისწინებით.
„ელექსირი“ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა და ევროპულ ტექნოლოგიაზე დამზადებულ ბიო პროდუქტს, რომლის რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.
შპს „ელექსირი საქართველო" „ელექსირის“ ბრენდის ხაზის ქვეშ აწარმოებს 3 მიმართულების პროდუქტს:
- „ელექსირი“ დეზინფექციისთვის; - კატალოგი
- „ელექსირი“ აგრონომიისთვის; - კატალოგი
- „ელექსირი“ ვეტერინარიისთვის; - კატალოგი
- "ელექსირი" ჯანმრთელობა და ჰიგიენა - კატალოგი
რატომ „ელექსირის“ პროდუქცია?
2018 წლის ოქტომბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ვაზისთვის.
2018 წლის დეკემბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი კარტოფილისა და ჭარხლისთვის;
-
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი სასათბურე კულტურებისთვის;
-
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი სიმინდისა და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის;
-
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის.
2019 წლის იანვრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაცემული ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს „ელექსირის“ ეფექტურობას.
2019 წლის მარტის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სადეზინფექციო სერტიფიკატი.
2019 წლის აპრილის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
InfoXgen-ის რესურსების შეფასების განყოფილების მიერ გაცემული BIO სერტიფიკატი.
2019 წლის მაისის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
საქპატენტის მიერ გაცემული მოწმობა სასქონლო ნიშნით „ელექსირი“.
2019 წლის ივლისის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
ISO 9001 2015 - ხარისხის მართვის სერტიფიკატი;
-
ISO 22000:2018 - სურსათის უვნებლობის სერტიფიკატი.
2019 წლის ნოემბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
შპს გლობალტესტის მიერ გაცემული ზედაპირისა და ჰაერის ანალიზის თაობაზე დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირის“ გამოყენება ეფექტურია ობის, საფუარის და აერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.
2019 წლის დეკემბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
ევროპის ხარისხის ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი „ხარისხის ნიშნის“ პროგრამასთან შესაბამისობის თაობაზე.
2020 წლის მარტის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
გერმანიის ცენტრალური აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირის“ ხელისა და ზედაპირების დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს;
-
გერმანიის სერტიფიცირებული ცენტრის მიერ გაცემული ანგარიში, რომლის მიხედვით „ელექსირის“ ხელის ჰიგიენა და დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკსა და ენტეროკოკს.
2020 წლის მაისის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
ევროკავშირის მიერ გაცემული ნებართვა სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაზე.
2020 წლის ოქტომბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
-
სერტიფიკატი ესტონეთში, რომლის მიხედვით „ელექსირი“ რეგისტრირებულია ეროვნული ბიოციდული პროდუქტის შესაბამისად;
-
სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირი" კლავს სალმონელას და E.coli-ს.
2020 წლის ნოემბრის თვეში „ელექსირმა“ მიღო:
-
სერტიფიკატი საფრანგეთში, რომლის მიხედვით „ელექსირი“ რეგისტრირებულია DECLARATION-SYNAPSE-ს მიერ;
-
სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0.1% და 1%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს.
2020 წლის დეკემბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:
- სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0,05%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს;
- სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი, რომლის მიხედვით საფრინველვე მეორუნეობიდან საკვლევი მასალის ტესტირებისას დადგინდა, რომ „ელექსირი“ ეფექტურია სტაფილოკოკის, ენტეროკოკის და E-coli-ს წინააღმდეგ.
2021 წლის თებერვლის თვეში „ელექსირმა" მიიღო:
- ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას" წევრის სტატუსი.
როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ეფექტიანი ოპერირებითა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი პროდუქტების შექმნით „ელექსირის" პროდუქტები და სერვისები სულ უფრო მაღალი ნდობით სარგებლობს, რაზეც მეტყველებს მომხმარებელთა ფართო წრე და წარმოებული პროდუქციის ინტენსიური გამოყენება როგორც სადეზინფექციო დანიშნულებით, ასევე ვეტერინარიის და აგრონომიის დარგებში მოღვაწე ფერმერების საქმიანობის განვითარებისთვის.
მიმდინარე პერიოდში მოხდა „ელექსირის" ვებ-გვერდის ფუნქციონალის განახლება, რაც სრულად შესაბამისობაში მოდის ონლაინ მაღაზიის არსებულ სტანდარტებთან. ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეძენა ხორციელდება TBC ბანკის გადახდების სისტემის საშუალებით.
„ელექსირის“ სერვისითა და პროდუქციით სარგებლობენ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები, 500-ზე მეტი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირი, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საცალო კლიენტები.
„ელექსირის“ გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად კომფორტულ, მათზე მორგებულ სერვისსა და მისაღებ ფასებს.